ბრიტანეთის პოლიცია რუსეთიდან განდევნილი პირების უსაფრთხოებით დაინტერესდა
დიდი ბრიტანეთის პოლიცია იმ პირების უსაფრთხოებით დაინტერესდა, რომლებიც რუსეთის მთავრობას სხვადასხვა მიზეზი გამო გაექცნენ და ბრიტანეთში თავშესაფარი მიიღეს.
სამართალდამცველები ამ პირებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსი ბიზნესმენის ნიკალაი გლუშკოვის გარდაცვალებას მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.
68 წლის ბიზნესმენის ცხედარი ლონდონში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში 12 მარტს აღმოაჩინეს.
გამოძიების პროცესში გლუშკოვის გარდაცვალებას მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და ნიკალაი გლუშკოვის საქმეებს შორის ჯერჯერობით კავშირი არ იკვეთება.