ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დოკუმენტს მხარი 358-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 234 გამოვიდა. ამ გზით გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას 31 იანვარს შეძლებს.

დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბრექსიტთან დაკავშირებით სადაო შეთანხმების დამტკიცება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.