ბრიტანეთის პარლამენტის ახალ სპიკერად ლეიბორისტი ლინდსი ჰოილი აირჩიეს.
„მე ვიქნები ნეიტრალური. მე ვიქნები გამჭვირვალე. ეს პალატა შეიცვლება და შეიცვლება უკეთესობისკენ“, – განაცხადა ახლად არჩეულმა სპიკერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
ლინდსი ჰოილი 2010 წლიდან თემთა პალატის ვიცე-სპიკერი იყო და სპიკერად ოთხრაუნდიანი ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. ბოლო რაუნდში ჰოილმა თანაპარტიელი ქრის ბრაიანტი დაამარცხა. ლინდსი ჰოილმა 325 ხმა მიიღო, ქრის ბრაიანტმა კი – 213. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა, გასვლის პროცესთან დაკავშირებულ საპარლამენტო დებატებსა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღებაში პარლამენტის სპიკერმა აქტიური როლი ითამაშა.
ყოფილი სპიკერი ჯონ ბერქოუ პარლამენტის სპიკერად 10-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან გასულ კვირას მას შემდეგ გადადგა, რაც ის კონვენციის დარღვევასა და იმ ადამიანების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს, ვისაც ევროკავშირიდან გასვლის სამთავრობო გეგმის შეჩერება სურდა.