ბრიტანეთის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კეირ სტარმერი ბორის ჯონსონს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კეირ სტარმერი ბორის ჯონსონს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, კეირ სტარმერი, ბორის ჯონსონს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს.

ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერის თქმით, ქვეყნისთვის სამართლიანი არ არის, რომ ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს.

კეირ სტარმერის განცხადებით, თუ კონსერვატორები ბორის ჯონსონს არ გაუშვებენ, ლეიბორისტები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდობლობის კენჭისყრას ჩაატარებენ.

„ის უნდა წავიდეს და არ უნდა ჩაეჭიდოს. ცვლილება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, არ არის მხოლოდ ზედა ნაწილში, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ გვჭირდება ლეიბორისტული მთავრობა“, – თქვა სტარმერმა.