ბრიტანეთის მთავრობის ახლანდელ გეგმას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ სულ უფრო ნაკლები ბრიტანელი უჭერს მხარს
ბრიტანეთის მთავრობის ახლანდელ გეგმას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ სულ უფრო ნაკლები ბრიტანელი უჭერს მხარს.
ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56 პროცენტი თვლის, რომ ტერეზა მეისა და მის მთავრობას არ შეუძლია ევროკავშირთან კარგი შეთანხმების გაფორმება.
ბრიტანეთის მთავრობის გეგმას მოსახლეობის მხოლოდ 29 პროცენტი უჭერს მხარს და ეს 2016 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.