ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელმაც საუთპორტში ძალადობრივი აქციების დროს პოლიციელს მუშტი დაარტყა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელმაც საუთპორტში ძალადობრივი აქციების დროს პოლიციელს მუშტი დაარტყა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 58 წლის დერეკ დრამონდი იყო იმ ჯგუფში, რომელიც სკანდირებდა „რასისტულ შეძახილებს“ მუსლიმთა თემის და „აგრესიულ შეძახილებს“ პოლიციის ოფიცრების მიმართ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 წლის ლივერპულელ დეკლან გირენს, რომელმაც პოლიციის ავტომობილი დაწვა, ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საპროტესტო აქციების კიდევ ერთ მონაწილეს, ლიამ რაილის ძალადობრივ არეულობაში მონაწილეობისა და რასობრივ ნიადაგზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 20-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორ ჯონათან ეგანის განცხადებით, სამი ადამიანის გასამართლება მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
ბრიტანეთის პოლიცია ამაღამ 100-ზე მეტ საპროტესტო აქციას ელოდება.