ბრიტანეთის ელჩი - ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, კეთილდღეობისთვის, 9 აპრილს ვიხსენებთ მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა საქართველოს თავისუფლებისთვის 
ბრიტანეთის ელჩი - ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, კეთილდღეობისთვის, 9 აპრილს ვიხსენებთ მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა საქართველოს თავისუფლებისთვის 

ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და კეთილდღეობისთვის. 9 აპრილს ვიხსენებთ მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა საქართველოს თავისუფლებისთვის 1989 წელს“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.