ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური - რუსეთი დიდი ალბათობით გააგრძელებს უკრაინის დასახლებებში მძიმე შეიარაღების გამოყენებას
რუსეთი დიდი ალბათობით გააგრძელებს უკრაინის დასახლებებში მძიმე შეიარაღების გამოყენებას, რათა შეზღუდოს თავისი ისედაც მნიშვნელოვანი დანაკარგი სამოქალაქო მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის ფასად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში აცხადებენ.
უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, რუსეთის ძალები დასახლებებში ფართომასშტაბურ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობის სურვილს არ იჩენენ და უპირატესობას ანიჭებენ საჰაერო და საარტილერიო განურჩეველ იერიშებს, რათა თავდაცვითი ძალების დემორალიზება გამოიწვიონ.
ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაყოფებს კვლავ ალყაში ჰყვათ მსხვილი უკრაინული ქალაქები, როგორებიცაა ხარკოვი, ჩერნიოგოვი და მარიუპოლი.