ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება

10:07, 06.07.2022

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით და დასავლეთით განთავსებული ძალების დიდი ნაწილი იზიუმის მიმართულებით გადაისროლა და სლავიანსკზე შეტევას აგრძელებს. მათივე ცნობით, ეს ძალები ახლა სავარაუდოდ ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხეს ქვეშაა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იქნება“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი