ვლადიმერ პუტინი ადასტურებს, რომ 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება

23:36, 06.11.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადასტურებს, რომ 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება.

ეს საკითხი ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად განიხილა.

პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა საამიროების ხელმძღვანელობას შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწეები ვლადიმერ მედინსკი და იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები – მიხაილ გალუზინი და სერგეი რიაბკოვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი იგორ კოსტიუკოვი.

რუსული მედიის თანახმად, მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის დელეგაციების მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება. ყურადღება გამახვილდება მხარეთა უსაფრთხოების გარანტიებზე. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

მსგავსი