ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთის მეთაურობა დილემის წინაშე დგას, დაიწყონ შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში ან თავი დაიცვან სამხრეთში
ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთის მეთაურობა დილემის წინაშე დგას, დაიწყონ შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში ან თავი დაიცვან სამხრეთში.
„გასული დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა სამ ფრონტზე: ჩრდილოეთით ხარკოვთან, აღმოსავლეთით დონბასში და სამხრეთით ხერსონის ოლქში. რუსეთის მიერ დაგეგმილი ძირითადი ძალისხმევა, სავარაუდოდ დაკავშირებულია დონბასში ბახუმტზე შეტევასთან, მაგრამ მეთაურები დილემის წინაშე დგანან: ან განათავსონ ოპერატიული რეზერვები ამ შეტევის მხარდასაჭერად, ან თავი დაიცვან სამხრეთით უკრაინის შეტევისგან“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ყოველდღიურ ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ 500 კმ-ზე გაშლილი მრავალი თანმხვედრი საფრთხე გამოსცდის რუსეთის შესაძლებლობას, კოორდინაცია გაუწიოს ოპერაციულ გეგმას და გადაანაწილოს რესურსები ძალების რამდენიმე დაჯგუფებას შორის, რაში უუნარობაც ომის დასაწყისში რუსეთის შეიარაღებული ძალების სუსტი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.