ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს, თავად გააკონტროლოს კომპენსაციის გადახდა უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის, რათა რეალური ზარალი დამალოს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს, თავად გააკონტროლოს კომპენსაციის გადახდა უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის, რათა რეალური ზარალი დამალოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ცნობებშია ნათქვამი.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებით, სამხედროებმა და არა სამოქალაქო ჩინოვნიკებმა უნდა გააკონტროლონ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა. ეს შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს ზარალის რეალური მასშტაბის მოსახლეობისგან დამალვის სურვილით“, – ნათქვამია სადაზვერვო ცნობებში.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციამ ძალიან მცირე წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა შეტევის ფოკუსი დონბასის სრულ ოკუპაციაზე გადაეტანა. საჭირო ლოგისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერის გარეშე ხელშესახებ გარღვევაზე საუბარი შეუძლებელია.
რუსეთის გადაწყვეტილებამ, შტურმის მაგივრად დაებლოკა „აზოვსტალის“ ქარხანა, ითვალისწინებს მარიუპოლში მრავალი ქვედანაყოფის შეზღუდვას, მათი დისლოცირების ცვლილების გარეშე.
სადაზვერვო ცნობებით, უკრაინელმა დამცველებმა ზიანი მიაყენეს მრავალ რუსულ ქვედანაყოფს და მათი საბრძოლო შესაძლებლობები შეამცირეს.