ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტებაზე წერს
ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტებაზე წერს.
ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში საომარი ვითარების შესახებ ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში მყოფმა პირველმა საგვარდიო სატანკო არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა შეჭრის საწყის ეტაპზე და არ იყო აღდგენილი სრულად ხარკოვში უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე.
„პირველი საგვარდიო სატანკო არმია იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია, რომელიც გამოყოფილია მოსკოვის დაცვისთვის და ნატო-სთან ომის შემთხვევაში, კონტრშეტევები უნდა განახორციელოს. პირველი საგვარდიო სატანკო არმიისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის სხვა ფორმირებების მკვეთრი შემცირების გამო, რუსეთის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შექმნილია ნატო-სთან დასაპირისპირებლად, სერიოზულად დასუსტდა. რუსეთს ამ პოტენციალის აღსადგენად ალბათ წლები დასჭირდება“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.