ბრიტანეთის დაზვერვა - კაშხლის აფეთქების შემდეგ, რუსეთმა დიდი ალბათობით, ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად სამხედრო ნაწილების გადაყვანა დაიწყო
ბრიტანეთის დაზვერვა - კაშხლის აფეთქების შემდეგ, რუსეთმა დიდი ალბათობით, ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად სამხედრო ნაწილების გადაყვანა დაიწყო

კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ბოლო ათი დღის განმავლობაში რუსეთმა დიდი ალბათობით თავისი სამხედრო ნაწილების დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად გადაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ყოველდღიურ ანგარიშში.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, პოტენციურად საუბარია 49-ე არმიის რამდენიმე ათას სამხედროზე, მათ შორის 34-ე მოტომსროლელთა ბრიგადაზე, ასევე საჰაერო-სადესანტო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა ნაწილებზე.

როგორც ბრიტანულ დაზვერვაში აღნიშნავენ, რუსეთის მიერ დნეპრის ჯარების ჯგუფის დისლოკაციის შეცვლა სავარაუდოდ ასახავს მოსკოვის მოსაზრებას, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის შემდეგ უკრაინის იერიში მდინარე დნეპრიდან ნაკლებად სავარაუდოა.