ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და აშშ სერბეთსა და კოსოვოს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ
ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და აშშ სერბეთსა და კოსოვოს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ

ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და აშშ სერბეთსა და კოსოვოს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნული ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სტატუს ქვო“ ხელს უშლის სერბეთს და კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის გაგარძელებაში.

განცხადების თანახმად, მხარეებს კომპრომისი სჭირდებათ და კოსოვომ სერბეთის პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების მოქმედება უნდა შეაჩეროს. სერბეთმა კი, თავის მხრივ კოსოვოს აღიარების საწინააღდეგო კამპანია უნდა შეწყვიტოს.

სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში, კოსოვოს მიერ სერბეთის პროდუქციაზე 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესების შემდეგ შეჩერდა. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. 2011 წელს ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, 2013 წელს მხარეებს შორის ბრიუსელის შეთანხმება გაფორმდა, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს მიზნად.