ბრიტანეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს
დიდი ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” (OPCW) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში” იტყობინება.
„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ” რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის დასკვნას დაეთანხმა.
შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მტკიცებით, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსული წარმოშობის შხამით, „ნოვიჩოკით” მოწამლეს.