სირიის ქალაქ მანჯიბიში აფეთქებას 33 წლის ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. სერჟანტი მეტ ტონრო პირველი ბრიტანელი სამხედროა, რომელიც სირიაში ისლამისტებთან ბრძოლას ემსხვერპლა.
ის ცხელ წერტილში, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში იმყოფებოდა. მასთან ერთად დაიღუპა ამერიკელი სამხედროც. შემთხვევა 29 მარტს მოხდა, ამერიკელის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გავრცელდა.
მეორე დაღუპულის ვინაობა კი ამ დრომდე არ საჯაროვდებოდა. აფეთქების დროს დაშავდა კიდევ ხუთი ადამიანი. ისინი მკურნალობას საავდმყოფოში გადიან.