ბრიტანელებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი დღეს რომ ჩატარდეს, შედეგი განსხვავებული იქნება
ბრიტანელების 42 პროცენტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ The Times- ისთვის ჩატარებულ კვლევაში წერია.
კვლევის მიხედვით, 40 პროცენტი თვლის, რომ რეფერენდუმი საერთოდ არაა საჭირო.
ამასთან, ამომრჩევლებს არ შეუცვლიათ პოზიცია ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა უმრავლესობას მიაჩნია, რომ რეფერენდუმი დღეს რომ ჩატარებულიყო, შედეგი განსხვავებული იქნებოდა.
შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად საარჩევნო ყუთებთან მისულმა ადამიანების 51-მა პროცენტმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი.