Brit Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია
Brit Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

Brit Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ 39-ე Brit Awards-ის ნომინანტები დაასახელა.

სიას ენ-მერი, დუა ლიპა და ჯეს გლენი ლიდერობენ. შემსრულებლები გამარჯვებას ოთხ ნომინაციაში შეეცდებიან. სამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ჯორჯ ეზრა და ჯორჯა სმიტი. ორ ნომინაციაში წარდგენილთა შორის არიან კელვინ ჰარისი, დემი ლოვატო, რიტა ორა, ტომ უოლკერი და The 1975.

Brit Awards-ის დაჯილდოება ლონდონში, The O2 Arena-ზე 20 თებერვალს გაიმართება.