„ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში, პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი ჩავიდა
„ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში, პუტინის ნაცვლად, რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა.
სამიტზე მიწვეული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, თუმცა მონაწილეობას პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღებს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის დაკავების ორდერია გაცემული. ვინაიდან სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ხელმომწერია, რუსეთის პრეზიდენტის ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკას მისი დაპატიმრება მოეთხოვებოდა. რუსული მედიის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ვლადიმერ პუტინი სამიტის მონაწილეებს 2024 წელს რუსეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.
„ბრიქსის“ სამიტი იოჰანესბურგში 22 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მოწვეულთა შორის აფრიკის 54 ქვეყნის ლიდერია.