ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინა ღამით რუსეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი „ტელეგრამზე“ წერს, რომ უკრაინა ღამით რუსეთში, ბრიანსკის ოლქში „დრუჟბას“ ნავთობსადენს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა.
„წუხელ ღამით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა „დრუჟბას“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ჩვენი სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემების პროფესიონალიზმის წყალობით განადგურდა სამი უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია ბოგომაზის განცხადებაში.
კრემლის მომხრე ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ პირველი სამი აფეთქება ნავთობსადენის მიდამოში ადგილობრივი დროით 00:30 წუთზე მოხდა, ხოლო კიდევ რამდენიმე – 15 წუთის შემდეგ.
უკრაინაში არ ადასტურებენ თავდასხმაში უკრაინული მხარის მონაწილეობას.