„მილანის“ ყიფილმა მცველმა იგნასიო აბატემ შესაძლოა კარიერა ბრეშაში გააგრძელიოს. „ლა გაზეტა დელო სპორტ“-ის (La Gazzetta dello Sport) ინფორმაციით, კლუბი 32 წლის იტალიელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი შანსია აბატე სერია ა-ში ახლად დაბრუნებულ „ბრეშაში“ ვიხილოთ.
ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. იტალიაში, მას შემდეგ კლუბებში უასპარეზია „ნაპოლი“, „პიაჩენცა“, „მოდენა“, „ემპოლი“ და „ტორინო“. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში აბატეს 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული.