ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდგინდა
დიდი ბრიტანეთთან ბრექსიტის საკითხებში მთავარ მომლაპარაკებელს, ევროკავშირის წარმომადგენელს მიშელ ბარნიეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიშელ ბარნიემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად გაასაჯაროვა.
ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და კარგ განწყობაზეა. მისი განცხადებით, ის და მისი გუნდი მედიკოსების ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.
„მივმართავ ყველას, ვინც დაინფიცირდა და მათ, ვინც ამჟამად იზოლაციაშია, ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ“, – ამბობს ევროპელი დიპლომატი მიშელ ბარნიე.