„ბრექსიტის“ მოლაპარაკებების ხელმძღანელი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლისთვის ბრიუსელი თითქმის მზად არის
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლისთვის ბრიუსელი თითქმის მზად არის. ამის შესახებ „ბრექსიტის“ მოლაპარაკებების ხელმძღანელმა, მაიკლ ბარნიერმა განაცხადა.
გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შეთანხმების გარეშე გაერთიანებიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა, თუმცა დიპლომატის განმარტებით, ბრიტანელი კანონმდებლების კენჭისყრის პროცესს ვერ შეაჩერებს.
მიჩელ ბერნიერმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში გაუთვალისწინებელი სცენარის შემთვევაში არსებულ თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, თუმცა დაამატა, რომ ბრიუსელში ამ დრომდე მუშაობენ მოკლევადიანი ვიზების გაცემის და ევროკავშირის 2019 წლის ბიუჯეტის საკითხებზე.
მაიკლ ბარნიერის განმარტებით, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი „ბრექსიტის“ თარიღის გადადებას ითხოვს, მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს დეტალურად უნდა განუმარტოს მოთხოვნის მიზეზი.
ამასთან, ტერეზა მეიმ უნდა დაასაბუთოს, მიიღებენ თუ არა რეალურ სარგებელს მხარეები თარიღის გადავადების შემთხვევაში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 10 დღეში უნდა დატოვოს.