ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუიშ ინასიუ ლულა და სილვა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს კომენტირებას ციხიდან გაუწევს, სადაც 12-წლიან სასჯელს იხდის კორუფციისთვის, – წერს ესპანური გაზეთი Marca.
და სილვა იმუშავებს ბრაზილიურ ტელეარხ TVT-სთვის. მის ეთერში წამყვანები წაიკითხავენ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის შთაბეჭდილებებს ჩემპიონატის მატჩებზე.
პირველი შეხვედრა, რომელზეც ექსპრეზიდენტი იმუშავებს, 17 ივნისს, ბრაზილიისა და შვეიცარიის მატჩი იქნება.