ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან აფეთქების შემდეგ სასამართლოდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან ახლოს აფეთქების შემდეგ სასამართლოს შენობა ევაკუირებულია, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს სიახლოვეს ორჯერ გაისმა აფეთქების ხმა, რის გამოც სან პაულოში მდებარე უზენაესი სასამართლოს შენობაში მყოფი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის ადგილზე ერთი ადამიანი დაღუპული იპოვეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.