ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
ბრაზილიაში ქალაქ პორტუ-ალეგრას სასამართლომ სააპელაციო პროცესზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა დე სილვას ციხიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
BBC-ს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, როდის დატოვებს ლულა და სილვა საპყრობილეს. შესაძლოა, აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში არც მოვიდეს, რადგან ის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკოს.
ლათინური ამერიკის სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს იანვარში კორუფციის ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ლულა და სილვა ქალაქ კურიტიბას საპყრობილეში 2018 წლის აპრილიდან იმყოფება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მან ქრთამის სახით 1,1 მილიონ დოლარად შეფასებული ბინა მიიღო.
ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2011 წლებში იკავებდა. ლათინური ამერიკის სახელმწიფოში ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლუის ინასიუ ლულა და სილვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც კი აპირებს. ეს ინფორმაცია ექსპრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაისში დაადასტურა. რაც შეეხება ბრალდებას, ლულა და სილვა მას დღემდე კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.