ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი - „დიდი ოცეულის“ ქვეყნების აზრით, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა
„დიდი ოცეულის“ ქვეყნების აზრით, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ ბრაზილიაში გამართული „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაურო ვიეირამ განაცხადა.
ვიეირამ აღნიშნა, რომ ჯგუფის ყველა წევრი ხაზს უსვამს შეშფოთებას ღაზაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების რისკთან დაკავშირებით.
ამასთან, ბრაზილიაში გამართულ შეხვედრაზე „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული დაძაბულობა, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იყო ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომებზე.