ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბრაზილიის მთავრობა მოხარული იქნება, თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაურო ვიეირა აცხადებს, რომ ბრაზილიის მთავრობა მოხარული იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2024 წლის ნოემბერში ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება. ამის შესახებ მან „ბიბისის“ ბრაზილიის ბიუროს განუცხადა.
„პუტინს თუ სურს ჩამოსვლა, ჩვენ მოხარულები ვიქნებით მისი ბრაზილიაში შეხვედრებზე ყოფნით“, – განაცხადა ვიეირამ.
ჟურნალისტის კითხვაზე – არსებობს თუ არა პუტინის დაკავების შესაძლებლობა მისი ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში, ვიეირა პასუხობს: „არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ არ ვიქნებით ამის ინიციატორები“, – აღნიშნა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს წევრ წევრ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში მისი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება აქვთ. ბრაზილია ამ სასამართლოს წევრ ქვეყნებშია.