ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირაში დონალდ ტრამპს შეხვდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ფაბიო ვეინგარტენის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა და საბოლოო დადასტურების მიზნით, ახლა მეორე ტესტის შედეგს ელოდება.
ჟაირ ბოლსონარუს კომუნიკაციების მდივანი აშშ-ის პრეზიდენტს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე შეხვდა.