ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს
ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსს წვიმას ადარებს და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ამ წვიმაში ყველა მოყვება.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ არ გაკვირვებია, როდესაც ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს შესანიშნავად გრძნობს.
ბიბისის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტი კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პირბადის გარეშე იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე მინისტრი თვითიზოლაციაშია და ტესტის პასუხებს ელოდებიან.
ბრაზილიის პრეზიდენტის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი გუშინ ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.