ბრაზილიის პირველ ლედის, მიშელ ბოლსონაროს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაცის „გარდიანი“ პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამდივნოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ ყველა არსებული პროტოკოლის გათვალსიწინებით ვიმოქმედებთ“, – ნათქვამია ბრაზილიის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიეთობის სამდივნოს ოფიციალურ განცხადებაში.
სამდივნოში ასევე განმარტავენ, რომ მიშელ ბოლსონაროზე პრეზიდენტის სამედიცინო ჯგუფი ზრუნავს.
ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარს კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდგინდა, ის „კოვიდ-19“-სგან უკვე განიკურნა.
ბრაზილიაში ბოლო დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 70 869 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 554 პაციენტი. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცლების მაჩვენებლით ბრაზილია აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ინფიცირების 2,5 მილიონზე მეტი შემთხვევა არის გამოვლნილი.