ბრაზილიის ოთხ ციხეში ბოლო ორი დღის განმავლობაში არეულობას ათობით პატიმარი ემსხვერპლა

08:11, 28.05.2019

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ციხეში არეულობის შედეგად 42 ადამიანია გარდაცვლილი. ბრაზილიის პენიტენციური სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი პატიმრები ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსის სამ ციხეში აღმოაჩინეს. მანამდე, ერთი დღით ადრე ამავე ქალაქის კიდევ ერთ ციხეში მსჯავრდებულებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 15 პატიმარი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არეულობა ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგია.

ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად ციხეებში ფედერალური ძალებია გაგზავნილი.

მსგავსი