ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბთან სროლას სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბთან სროლას სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბთან სროლას სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ექვსი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “გლობო” ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული პირები ფორტალეზის ერთ-ერთ კლუბთან ავტომობილით მივიდნენ და უმისამართო ცეცხლი გახსნეს.

მედიაში აღნიშნავენ, რომ თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკის გამო არსებული დაპირისპირება იყოს.