ბრაზილიის დელეგაციის ორ წევრს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ
ბრაზილიის დელეგაციის ორ წევრს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათგან ერთ-ერთი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად სადილზე იმყოფებოდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დაინფიცირებული ნესტორ ფორსტერია, რომელიც „სიენენის“ ინფორმაციით სადილზე დონალდ ტრამპის მაგიდაზე იჯდა.
მეორე დაინფიცირებული ბრაზილიელი სენატორი ნელსინო ტრადია. მან ინფორმაცია თავად გაავრცელა მიკრბლოგ „თვითერის“ საშუალებით.