ბრაზილიის სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ცნობილი გახდა ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა. 35-ე ტურში “კორინთიანსმა” საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა “ფლუმინენსე” და კონკურენტებისთვის მიუღწეველია.
საჩემპიონო შეხვედრაში დუბლი შეასრულა “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფორვარდმა ჟომ, კიდევ ერთი გოლი “შახტარის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჟადსონმა შეაგდო.
“კორინთიანსი” უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს. ეს ამ გუნდის არსებობის ისტორიაში მეშვიდე საჩემპიონო ტიტულია.