ბრაზილიის აბორიგენი მოსახლეობის ლიდერი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბრაზილიის აბორიგენი მოსახლეობის ლიდერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბრაზილიის აბორიგენი მოსახლეობის ლიდერი, არიტანა იავალაპიტი კორონავირუსით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გამო არიტანა იავალაპიტის ფილტვებზე პრობლემები ჰქონდა. აბორიგენების ლიდერი დასავლეთ მატო გროსოს შტატიდან საავადმყოფომდე მანქანით ცხრა საათის განმავლობაში გადაჰყავდათ.

არიტანა შინგუ ხალხს ლიდერობდა და თავისი ტომის, იავალპიტის ენაზე მოსაუბრე ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი იყო. არიტანა იავალაპიტიმ ამაზონში, შინგუს ეროვნული პარკი შექმნა, სადაც 16 ტომი ცხოვრობს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამაზონის მკვიდრი ჯგუფები კორონავირუსთან მიმართებით, განსაკუთრებით დაუცველები არიან, რადგან საავადმყოფოებიდან შორს ცხოვრობენ და მათი პროფესიონალური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.