ბრაზილიაში უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ამ დრომდე ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.
„როიტერის“ ინფორმაციით, რეგიონში ჩავიდა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამაშველო სამუშოების მიმდინარეობის პროცესი განეხილა. სამაშველო პროცესში ჩართული არიან მოხალისეებიც.
ძლიერი წვიმების შედეგად წარმოიქმნა მეწყრული პროცესიც. წყალდიდობის გამო რეგიონებში განადგურებულია საავტომობილო გზები და ხიდები.
წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარე შტატის 500 ქალაქის დაახლოებით ორ მესამედს მიაყენა ზიანი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.