ბრაზილიაში მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა, ქალაქ პეტროპოლისში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა.
„ბიბისის“ ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
მაშველები დაკარგულებს ეძებენ. თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები.
ქალაქ პეტროპოლისში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.