ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრანპრის წინ, რომელიც კვირას გაიმართება, სან პაულუში გერმანული საჯინიბო “მერსედესის” მიკროავტობუსი გაძარცვეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, მძარცველები შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, გუნდის ყველა თანამშრომელი უვნებელი დარჩა. გატაცებულია საფულეები და ძვირფასეულობა.
ინციდენტს კომენტარი გაუკეთა “მერსედესის” ლიდერმა ლუის ჰემილტონმა:
“მომხდარის გამო იმედგაცრუებული ვარ, ჩემთვის რთულია ამის მოსმენა, – განაცხადა ოთხგზის ჩემპიონმა. – ასეთი რამ აქ ყოველ წელს ხდება. ფორმულა 1-მა და გუნდებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ. ამას გამართლება არ აქვს”.