ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში 38 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსს ამავე პერიოდში 1109 პაციენტი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა ოდენობამ 57 070-ს მიაღწია.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ქვეყანაში, არა 15 მარტს, როგორც ამას მანამდე მიიჩნევდნენ, არამედ რამდენიმე დღით ადრე, 12 მარტს, სან პაულოს საავადმყოფოში გარდაიცვალა და ის 57 წლის ქალი იყო.