ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2.3 მილიონს მიუახლოვდა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2.3 მილიონს მიუახლოვდა

ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 59 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2.3 მილიონს მიუახლოვდა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 1 311 ადამიანი ემსხვერპლა, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილების რიცხვმა კი, უკვე 84 000-ს გადააჭარბა.

ბრაზილიის საავადმყოფოებში შემთხვევითი პრინციპით ჩატარებულმა კონტროლირებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მალარიის საწინააღმდეგო წამალი „ჰიდროქსიქლოროქინი“ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური არ არის და პოტენციური დამაზიანებელი გვერდითი ეფექტები აქვს, როგორიცაა გულისა და ღვიძლის პრობლემების გაზრდილი რისკები.