ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1 274 974-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 ის 46 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით გარდაცვალების 990 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 1 274 974 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 55 961 ადამიანი.