ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა ექვს მილიონს აღწევს
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა ექვს მილიონს აღწევს

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 38 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 552 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ექვს მილიონს აღწევს. ქვეყანა მსოფლიოში ვირუსის გავრცელების კუთხით მესამე ადგილზეა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილების 90%-ზე მეტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტები იკავებდნენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 170 ათასს აღწევს, რაც აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.