ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 44 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 223 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 44 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 223 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1,7 მილიონს გადააჭარბა.

გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 44 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

1 223 პაციენტი კი გარდაიცვალა. შედეგად, ბრაზილიაში ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 9 ივლისის მდგომარეობით 67 964-ს შეადგენს.