ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 6,935 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 633-ით გაიზარდა.
ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 7,921-ს აღწევს.
დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 114,715-ს შეადგენს, მათ შორის 48,221 პაციენტი გამოჯანმრთელდა.