ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 4588-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, 101 147 შეადგინა.

ბრაზილიაში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდი ათასს აჭარბებს.

ინფიცირების შემთხვევების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სოციალური დისტანცირების ზომებს კვლავ ეწინააღმდეგება.

„ზოგიერთი გუბერნატორის მიერ სამუშაო ადგილების განადგურება უპასუხისმგებლო და მიუღებელია. მომავალში ჩვენ ეს ძვირი დაგვიჯდება“, -განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.