ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 057-ით გაიზარდა
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 057-ით გაიზარდა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 33 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა კიდევ 739 პაციენტი.

ბრაზილიაში სულ კორონავირუსის 4.5 მილიონი შემთხვევა არის გამოვლენილი და ამ მონაცემებით ის მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსს ქვეყანაში 136 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.