ბრაზილიაში გასული დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 1 005 ადამიანი.
შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა უკვე 35 026 შეადგინა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია ინფიცირების 645 771 შემთხვევა.
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ბრაზილია ლათინურ ამერიკის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიას მსოფლიოში მხოლოდ აშშ უსწრებს.