ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 41 828-ს მიაღწია.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.
ლეტალური შემთხვევების რიცხვით ბრაზილიამ დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და მსოფლიოში უკვე მეორე ადგილზეა, აშშ-ს შემდეგ.
ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 25 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 909-ით გაიზარდა.
ქვეყანაში ინფიცირების საერთო მაჩვენებლები 828 810-ს აღწევს.